საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯულიეტა რუხაძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი სამცნიერო კონფერენცია “ეთნოგრაფიული კვლევების ისტორია და პერსპექტივები საქართველოში”

საინფორმაციო წერილი

9-10 ივლისი

კონფერენციის ორგანიზატორი: თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი გიწვევთ ჯულიეტა რუხაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე: “ეთნოგრაფიული კვლევების ისტორია და პერსპექტივები საქართველოში” მონაწილეობის მისაღებად.

 

თემატური სამეცნიერო კონფერენციის მიზანია პატივი მივაგოთ გამოჩენილი ქართველი ეთნოლოგის ჯულიეტა რუხაძის ხსოვნას, გაიმართოს დისკუსია ჯ. რუხაძისა და სხვა ქართველი ეთნოლოგების მიერ გაწეული მუშაობის და მისი შედეგების, ეთნოლოგიური კვლევის სამომავლო პერსპექტივების შესახებ საქართველოში. ამ გზით მოხდეს ეთნოლოგიური მემკვდრეობისა და დარგის პოპულარიზაცია.

კონფერენცია იქნება ორდღიანი. პირველი დღის პირველი ნახევარში ჩატარდება პლენარული სხდომა, რომელიც დაეთმობა ჯულიეტა რუხაძის ღვაწლსა და მის  შრომებს. ამის შემდეგ იმუშავებს თემატური სექციები:

1. ეთნოგრაფიული კვლევების ისტორია საქართველოში

2. ქართველი ეთნოლოგების შემოქმედება

3. ეთნოგრაფიული კვლევები და თანამედროვე გამოწვევები

 

კონფერენცია ღიაა ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერებების და მომიჯნავე დარგების მკვლევრებისთვის.

კონფერენციის ჩატარების ადგილი: კონფერენციის ჩატარების პერიოდისთვის არსებული ეპიდსიტუაცია განსაზღვრავს კონფერენციის ფორმატს.

სამუშაო ენა: ქართული

მოხსენების ფორმა: ზეპირი

რეგლამენტი:

მოხსენება – 20 წუთი;

მსჯელობა – 10 წუთი;

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის სარეცენზიო კომისიას

მნიშვნელოვანი თარიღები:

რეგისტრაცია – 1 ივნისამდე, 2021;

მიღებული თეზისების რეცენზირება – 10 ივნისამდე 2021

მონწილეობის შესახებ ინფორმაციის დაგზავნა - 15 ივნისი, 2021

კონფერენციის ჩატარების დრო 9-10 ივლისი

რეგისტრაცისათვის გთხოვთ 1 ივნისამდე გამოგზავნოთ თეზისები (მოცულობა: 250-300 სიტყვა) და ინფორმაცია ავტორის შესახებ (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, პოზიცია, საკონტაქტო ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი) შემდეგ მისამართზე: rukhadzeconference@gmail.com

დაგვიანებით გამოგზავნილი თეზისები არ განიხილება.

შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს ელ-ფოსტაზე: rukhadzeconference@gmail.com

თარიღი: 18/03/2021